ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას ოპოზიცია ეხმიანება, რომელიც აცხადებს, რომ შტატებმა ამ გადაწვეტილებით ქართული ოცნების ლიდერებს გაფრთხილება მისცა. ხელისუფლების ოპონენტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის მხარეს დგომისთვის, სანქციები ბიძინა ივანიშვილსაც შეეხება. ცნობისთვის, ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე შტატებმა გუშინ დაასანქცირა. ოფიციალური ვაშინგტონი აცხადებს, რომ ფარცხალაძეს რუსეთის მოქალაქეობა აქვს და ის კავშირშია “ეფესბესთან”.