უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის მიმართულებაზე ანდრეევკა გაათავისუფლეს. მისი თქმით, ჩრდილოეთ ფლანგზე მტერი დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. მალიარის ცნობით, უკრიანელები ახლა დაბრუნებულ ტერიტორიებს ამაგრებენ. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა სპეცოპერაციის დროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი" გაანადგურეს.