საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ირლანდიაში იმყოფება. ილია დარჩიაშვილმა უკვე გამართა შეხვედრები ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირლანდიის სენატის თავმჯდომარესთან და დუბლინის მერთან. განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ამ გზაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერაა. როგორც სენატსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე აღინიშნა ირლანდია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მზად არის ამ პროცესში ქვეყანას საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.