ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა, ასევე ნაციონალური მოძრაობა ინიციატივით გამოდის რომ კენჭისყრას სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მოხდება არც ერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწროს, თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია გირჩს. იაგო ხვიჩია მიიჩმევს რომ ქართული ოცნება მიზანს ვერ მიაღწევს, ამიტომ მისივე თქმით სასესიო სხდომაზე ყველა ოპოზიციური პარტია უნდა იყოს