ჩინეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც "თალიბანის" კონტროლის ქვეშ მყოფ ავღანეთში ელჩი ოფიციალურად გაგზავნა.BBC-ის ინფორმაციით, „თალიბანის“ ლიდერებმა ჩინელი დიპლომატი ჟაო ძინი ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში მიიღეს. ოფიციალურ ღონისძიებას დეფაქტო პრემიერ-მინისტრი და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ პეკინი ავღანეთთან დიალოგსა და თანამშრომლობას გააგრძელებს. მათივე თქმით, ჟაო ძინის დანიშნვა ელჩების სტანდარტული როტაციის ნაწილია. „თალიბანი“ იმედოვნებს, რომ ჩინეთის მსგავსად ქვეყანაში დიპლომატებს სხვა ქვეყნებიც გაგზავნიან. „თალიბანი“ ავღანეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს აშშ-ის ჯარების გასვლის შემდეგ, 2021 წლის აგვისტოდან აკონტროლებს.