უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სამხედრო კონტრდაზვერვამ და უკრაინის საზღვაო ძალებმა გასულ ღამეს ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სპეცოპერაციის დროს რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი" გაანადგურეს, რომლის მთლიანი სისტემის ჯამური ღირებულება მილიარდ ორას მილიონ დოლარს შეადგენს. მედიის ცნობით, სამიზნის წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატები და "ნეპტუნის" რაკეტები გამოიყენეს. უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ დროებით ოკუპირებულ ევპატორიასთან ბევრი რუსული სამხედრო ობიექტია თავმოყრილი, "რომლებიც უკრაინის ლეგიტიმური სამიზნეა".