თურქეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებს აზერბაიჯანის არმიის მოდერნიზაციისა და წვრთნის ღონისძიებების მხარდაჭერას, ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიებზე ნაღმების და ასაფეთქებელი მოწყობილობების ძიებასა და განადგურებას, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის თავდაცვის სამინისტროს იმედი აქვს, რომ კავკასიის რეგიონი მშვიდობიან პირობებში მომავლისკენ მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს.
„ვიმედოვნებთ, რომ სომხეთი მისკენ გაწვდილ სამშვიდობო ხელს მიიღებს. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მდგრადი მშვიდობის დამყარების გულწრფელ ძალისხმევას. გავაგრძელებთ ჩვენი აზერბაიჯანელი ძმების მხარდაჭერას მწუხარებასა და სიხარულში დევიზით „ერთი ერი, ორი სახელმწიფო“, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.