საქართველოსთვის საკვები და სასმელი პროდუქტების მთავარი იმპორტიორი და საექსპორტო ბაზარიც რუსეთია. სტატისტიკა გვეუბნება, რომ 2023 წელს საქართველოში საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტი თითქმის 130 მლნ დოლარით გაიზარდა. კერძოდ, 2023 წელის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 903 მლნ დოლარის პროდუქციის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 774 მილიონი დოლარი იყო. პარალელურად, გაზრდილია ექსპორტიც. 2023 წლის 7 თვეში ქვეყანამ 660 მლნ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქცია გაყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 516 მლნ დოლარის. ამავე სტატისტიკით ირკვევა, რომ საკვები პროდუქტების მთავარი იმპორტიორი და საექსპორტო ბაზარიც რუსეთია. როგორც აღმოჩნდა, გასული წლის 7 თვეში, საქართველოდან რუსეთში 266 მილიონი დოლარის ღირებულების საკვები და სასმელი გავიდა, იქიდან კი იმავე პერიოდში 225 მილიონი დოლარის იმავე კატეგორიის პროდუქცია შემოვიტანეთ.