8 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი 34.7%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 2.9 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვის თანახმად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავალი თითქმის 35%-ით არის გაზრდილი. მხოლოდ აგვისტოში ტურიზმის სექტორის შემოსავალმა 550 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, უწყებას ჯერ მხოლოდ იანვარ-ივნისის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, რომლის თანახმადაც, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.