საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 32-ე კმ-ზე, დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, აქტიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ახალი ხიდი მშენებლობა. ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე გადაადგილება დროებითი ხიდისა და შემოვლითი გზის საშუალებით მოხდება.