კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაში მიიწვია. ვლადიმერ პუტინმა მოწვევა მიიღო, თუმცა უცნობია, როდის ეწვევა ის ფხენიანს. სახელმწიფო მედიის ცნობით, ლიდერების შეხვედრისას კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ დარწმუნებულია რუსეთის გამარჯვებაში. კიმ ჩენ ინი რუსეთში 12 სექტემბერს სპეციალური მატარებლით ჩავიდა. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი პუტინს ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ შეხვდა. კიმ ჩენ ინის განცხადებით, მისი ქვეყანა ე.წ. იმპერიალიზმთან ბრძოლაში ყოველთვის რუსეთის გვერდით იქნება.