სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი სამეგრელოში, 90-იანი წლების საბრძოლო მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრმა განაცხადა, რომ პროგრამის განხორციელების პროცესში იზრდება საქართველოს ხელისუფლებისა პასუხისმგებლობა, ჩართულობა და როლი. ოჯახებთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრებში მონაწილეობენ „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.