გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ადრეული შეტყობინების სისტემა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის მისი გაუმჯობესების სამუშაოებიც მიმდინარეობს, განგაშის სისტემა კი კვლავ მხოლოდ მყინვარ დევდორაკის ხეობაშია.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ადრეული შეტყობინების სისტემის საშუალებით მხოლოდ ძლიერი ნალექების, წყალდიდობის, სეტყვის, ზვავისა და ძლიერი ქარის შესახებ არსებული ინფორმაციის გავრცელება არის შესაძლებელი. სააგენტოს ცნობით, შეეხება სწრაფადგანვითარებადი სტიქიური მოვლენების დროს, მხოლოდ განგაშის სისტემებით შეიძლება რისკების თავიდან აცილება.