საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, თბილისში მიმდინარეობს კონფერენცია სახელწოდებით „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“. შეხვედრის მონაწილეები ასოცირების ხელშეკრულებას და ევროინტეგრაციის შესახებ მსჯელობენ. ოპოზიცია ამბობს, რომ 12 პრიორიტეტის კუთხით დიდი სამუშაო არის დარჩენილი, ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ უმრავლესობამ ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც ამ დროში შეეძლო. გარდა ამისა, ამ თემაზე საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც ისაუბრა.