ელისის თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში - ინგლისელის მწერლის , ლუის კეროლის ფანტასტიკური ჟანრის ნოველაა. წიგნის ორიგინალი 1865 წელს დიდ ბრიტანეთში გამომცემლობის Macmillan and Co-ის მიერ ინგლისურ ენაზე გამოიცა.წიგნში მოთხრობილია პატარა გოგონას ელისის ამბავი, რომელიც თეთრ კურდღელს დადევნებული ხვდება უცნაური არსებებით დასახლებულ წარმოსახვით სამყაროში , სადაც მას შეუძლია საკუთარი ზომის შეცვლაც კი. გოგონა ამ უცნაურ სამყაროში გადაეყრება არაერთ უცნაურ არსებას , მზარეულს რომელიც ისვრის კოვზებს , ბრძენ , მაგრამ შეშლილ ჩეშირის კატას , მარტის კურდღელს , შეშლილ ქუდიანს და რაც მთავარია ბოროტ ჰერცოგინიას.
ფათერაკებით და მოულოდნელობებით აღსავსე ზღაპრული მოგზაურების ბოლოს კი ელისი იმავე ადგილზე იღვიძებს , საიდანაც თეთრ კურდღელს დაედევნა და ხვდება , რომ მთელი მისი თავგადასავალი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ლამაზი სიზმარი იყო.
ლუის კეროლი მწერლის ფსევდონიმია , მისი ნამდვილი სახელი და გვარი , ჩარლზ ლუტვიჯ დოდჯსონია. მწერალი 1832 წლის 27 იანვარს ინგლისის პატარა სოფელში დაიბადა. ბავშვობიდან გამოირჩეოდა ინტელექტითა და სხარტი გონებით. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. სამწერლო კარიერა კი კოლეჯის პერიოდში დაიწყო. ის წერდა ლექსებს და მოთხრობებს დააგზავნიდა მათ სხვადასხვა ჟურნალებში ფსევდონიმით "ლუის კეროლი".
ცნობილია , რომ ელისის თავგადასავალზე მუშაობა ლუის კეროლმა 1862 წლის ზაფხულის ერთ შუადღეს , რამდენიმე ბავშვის , ელის ლიდელისა და მისი დების გასართობად დაიწყო.თუმცა მას შემდეგ რაც ის მიხვდა, რომ ეს ამბები გასართობზე ამბავზე უფრო მეტს წარმოადგენდა , მან გადაწყვიტა მისი ერთ ამბად შეკვრა და წიგნის სახით გამოცემა. წიგნმა გამოცემისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია მკითხველში და მალევე გაარღვია საბავშვო ლიტერატურული საზღვრები."ელისის თავგადასავლები" საყვარელ წიგნად იქცა მთელ მსოფლიოში, როგორც ბავშვების, ისე მოზრდილი მკითხველისთვის. წიგნი დღემდე თარგმნილია ასზე მეტ ენაზე და დადაბეჭდილ ეგზემპლართა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს გადააჭარბა.
ლიდელების ოჯახთან მეგობრობამ დიდი გავლენა იქონია ლუის კეროლის სამწერლო კარიერაზე. ავტორს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ჰენრის და ლორენის სამ ქალიშვილთან , ლორენთან , ედიტთან და ელის ლიდელებთან. საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების მიხედვით კეროლმა სწორედ ელის ლიდელზე დაყრდნობით შექმნა თავისი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული პერსონაჟი. წიგნის გაგრძელებაში ,,ელისი სარკის მიღმა“ კი ერთ-ერთი ტექსტში ელის ლიდელის სახელი და გვარი სრულადაა ნახსენები. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე, Palitral.ge