ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, ორგანიზაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე, შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენის მიზნით, მომავალ კვირაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვს შეხვდება. როგორც მედია წერს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერების გლობალურ შეკრებას პირველად დაესწრება.