ლიბიის ქალაქ დერნაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5 300 ადამიანს მიაღწია. ამ დროისთვის დაკარგულად მინიმუმ 10 000 ადამიანი, 30 000-ი კი თავშესაფარში იმყოფება. ძლიერმა წყალდიდობამ ქვეყანაში კაშხლები, შენობები და ქვეყნის აღმოსავლეთში სანაპირო ქალაქ დერნას მეოთხედი მთლიანად გაანადგურა. სტიქიის გამო ქალაქი კატასტროფის ზონად გამოცხადდა. ქვეყნის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.