11 სექტემბრიდან საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების სასერტიფიკაციო გამოცდები დაიწყო. გამოცდები ორ ეტაპად - სექტემბერსა და ოქტომბერში გაიმართება. გამოცდა ელექტრონული ტესტირების მეთოდით ტარდება და მისი ხანგრძლივობა 1 საათი იქნება. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირების პროცესსაც დაიწყებს.