„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებას სხვა ოპოზიციონერები ეხმაურებიან. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია დაშლილიყო. ის მელიას ასევე პოლიტიკურ ვაჭრობაშიც ადანაშაულებს. სერგო რატიანის კი მიაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესი მათ პოლიტიკურ გაერთიანებას სამომავლო საფრთხეს ვერ შეუქმნის.