სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი კვლავ აქტუალურია ქართულ ოპოზიციურ სივრცეში. ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, რომ შესაძლოა, ხელისუფლების ოპონენტებს შორის ისეთი დეპუტატები გამოჩნდენენ, რომლებიც პრეზიდენტის იმპიჩმენტში ხელისუფლებას მხარს დაუჭერენ. ამავდროულად, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებასაც იწონებენ, რომლითაც მან დეპუტატებს ხმის მიცემის პროცესში დარბაზის დატოვება ურჩია. განსხვავებული პოზიცია აქვს „გამარჯვების პლათფორმის“ წევრს, სერგო რატიანს. ის ვარაუდობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატებიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს არავინ დაუჭერს.