მედიის ინფრომაციით, ევროკომისიამ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ წინადადება წარადგინა. წინადადება როგორც ამას პოლონეთი და უნგრეთი ითხოვენ, უკრაინული სოფლის მეურნეობის გარკვეული სახეობის იმპორტის დროებითი აკრძალვის 15-ი სექტემბრის შემდეგ გაგრძელებას ითვალისწინებს. პოლონური მედიის ცნობით, ამ დრომდე უცნობი რჩება შეზღუდვების რა ვადით გაგრძელებაზეა საუბარი. გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენზეა დამოკიდებული. ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ ევროკომისიაში მარცვლეულის აკრძალვის გაგრძელების შესახებ წინადადების წარდგენას უარყოფენ.