საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას, გაერთიანებისკენ მოუწეოდებს და აცხადებს, რომ ოპონენტების დაპირისპირება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის. მისივე განმარტებით, ივანიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა სცადა, რაც ცნობილი სახეების ამბიციების გამო ისედაც ხდებოდა. სააკაშვილის განცხადებას “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი ლიდერი, ნიკა მელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ერთობაზე საუბარი სადღეგრძელოს სახით არ უნდა ჟღერდებოდეს, რადგან ჩამოშლილი კედელი დამალვის ნაცვლად თავიდან უნდა ააშენო. მელიას სიტყვებმა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წევრებში აღშფოთება გამოიწვია. გია ბარამიძე მელიას საპასუხოდ ამბობს, რომ სააკაშვილის სიტყვების აბუჩად აგდება არავინ უნდა იკადროს.