ქვეყანა ევროკომისიის საბოლოო შეფასების მოლოდინშია - გადამწყვეტ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა, ალიანსი კი გაფართოებისთვის სულ მალე მზად იქნება. ქართული ოცნების განცხადებით საქართველო გასულ წელს დაიჩაგრა და ეს კიდევ ერთხელ არ უნდა განმეორდეს. ოპოზიცია ოცნების მიერ გაწეულ სამუშაოებს აკრიტიკებს და ირწმუნება რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებული ამ დრომდე არ არის.