პრემიერ მინისტრის ჩარტერული რეისით გამგზავრების საკითხს კვლავ აქტიურად განიხილავენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ოპოზიციონერი დეპუტატები თვლიან, რომ ვინაიდან ღარიბაშვილის პენსიონერი მამა, მისი ამერიკაში გადაფრენისთვის, 34 000-ს ევროს ვერ გადაიხდიდა, აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. მეტიც პარტია საქართველოსთვის წევრები ახალი საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენას გეგმავენ, რომლის თანახმად პოლიტიკური თანამდებობის პირების ახლო ნათესავების წრეს ვალდებულება ექნებათ, დაადეკლარირონ ანუ დაასაბუთონ საკუთარი ქონება და მისი წარმომავლობა.