ბაგა-ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის გამო, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება არცერთ დაწესებულებაში არ გადავადდება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, 18 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი თბილისი ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ერთდროულად განახლდება.
ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები ჩატარდა.