სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, წელს 16 მსჯავრდებული სტუდენტი გახდა. უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა განათლებაზე ზრუნვა პრიორიტეტულია და ამ მიზნით გასულ წელს პენიტენციურ სისტემაში „ციფრული უნივერსიტეტი" ამოქმედდა. ახალი პლატფორმა მათთვის შესაძლებლობას ქმნის, დისტანციურად მიიღონ უმაღლესი აკადემიური განათლება, ონლაინ რეჟიმში დაესწრონ ლექციებს და ინტერაქციული კომუნიკაცია ჰქონდეთ ლექტორებთან.