რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა, სომხეთში გადატრიალების მომზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ხელოვნურად შექმნილს უწოდებს. საქმე ეხება, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობას, რომ სომხეთში გადატრიალება იგეგმება, სადაც ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში, „ვაგნერის“ ჯგუფის 2000-მდე მებრძოლია გადაყვანილი. მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის ოთხ რეგიონში არჩევნების შესახებ ბაქოს განცხადებასთან დაკავშირებით, რუსეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ დემარში განახორციელა. ზახაროვა ხაზს უსვამს, რომ ბაქომ რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ისევე უნდა სცეს პატივი, როგორც ამას მის მიმართ რუსეთი აკეთებს.