უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში ოლექსანდრ შულგა აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან უკრაინელი ომბუდსმენის შეშვების შესახებ მოთხოვნა გააგზავნეს, თუმცა არცერთი ოფიციალური უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილმა უნდა შეძლოს კლინიკაში კვალიფიციური დახმარების მიღება.