ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნებისმიერი დაყოფა საქართველოს აკარგვინებს საერთაშორისო მხარდაჭერას. მისი შეფასებით, საქართველოს საზოგადოებას წინ დიდი გამოწვევები აქვს. სააკაშვილის აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა ბევრჯერ სცადა და ზოგჯერ ეს მისი ჩარევის გარეშეც, ცნობილი სახეების ამბიციების გამოც ხდებოდა. ყოფილი პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამან საერთო საქმე ძალიან დააზარალა. სააკაშვილის შეფასებით, 2018 წელს რომ არ ყოფილიყო დავით ბაქრაძის ცალკე საპრეზიდენტო კანდიდატურა, ოპოზიცია პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგებდა და ისტორია სულ სხვაგვარად წარიმართებოდა.