სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 114-ე შეხვედრა გაიმართა. ადგილზე წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი. ამასთან, მხარეებმა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებულ პრაქტიკაზე იმსჯელეს. მსგავსი ფორმატის მორიგი შეხვედრა 1-ელ ნოემბერს ჩაინიშნა.