ოპოზიციის უმეტესი ნაწილი, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. “ქართული ოცნების” ოპონენტები ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდის ინიციატივა ქვეყნის ღალატის ტოლფასია და საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. მათივე განმარტებით, ხელისუფლების გაღიზიანება პრეზიდენტის სტრატეგიულ პარტნიორებთან შეხვედრამ გამოიწვია, რადგან ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილმა მათ რუსულ გეგმებსა და მისწრაფებებს ხელი შეუშალა. ბოლო ორი დღეა, რაც პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდა. შეხვედრაზე იმპიჩმენტთან ერთად, ევროინტეგრაციის საკითხს განიხილავდნენ.