ოპოზიციის ნაწილი მხარს უჭერს პარტია “ლელოს“ ინიციატივას, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის დაწყებასთან დაკავიშირებით. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ღარიბაშვილმა კანონი დაარღვია და ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. მათივე განმარტებით, მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში იმყოფება, ქვეყანას კორუმპირებული პრემიერი არ უნდა ჰყავდეს.