შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 46 პირი დააკავეს, მათ შორის 36 ნარკორეალიზატორია. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უკრაინის, რუსეთის, ეგვიპტის, ნიგერიის, ირანის, იემენის და იორდანიის მოქალაქეები.