„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს. ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს. პარტიის ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება და 13 სექტემბერს კონფერენციები ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება.