საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, სადაც ის ამტკიცებს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა - პოლიტიკურმა ლიდერებმა კი ეს დიდი შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვან, პოლიტიკოსები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ქართველმა ხალხმა ევროპისადმი ერთგულება არაერთხელ დაამტკიცა, ამიტომ, “ქართული ოცნების” პრორუსული პოლიტიკური კურსის მიუხედავად, ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუს, რასაც დასავლელი პარტნიორები კარგად ხედავენ. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს კი ისრები პოლიტიკური ოპონენტებისაკენ გადააქვთ და ამბობენ, რომ ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას ოპოზიცია ხელს უშლის, რაც საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.