რუსეთში უკრაინაში ომიდან დაბრუნებულ სამხედროებისთვის 4 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი მოამზადეს, აქედან ბევრი ნაკვეთი ოკუპირებულ ყირიმში არის გამოყოფილი. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, სამხედროებისთვის უფასო მიწის დარიგება რუსეთის ფედერაციის 49 რეგიონში და ასევე ოკუპირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში იგეგმება.
„მომზადებულია 4 228 მიწის ნაკვეთი. შესაბამისი სერტიფიკატები და დოკუმენტები უკვე, სულ მცირე, 743 ადამიანმა მიიღო. მიწა სახლის ასაშენებლად, დამხმარე მეურნეობისა ან მებაღეობის წარმოებისთვის გამოიყოფა“, - წერს რუსული მედია.
ვარაუდობენ. რომ უფასო მიწის დარიგებით რუსული ხელისუფლება ახალი სამხედრო კონტრაქტორების მოზიდვას ცდილობს.