კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით ბარსელონაში 115 000-მდე ადამიანი გამოვიდა. მსვლელობის შემდეგ აქციის მონაწილეები ბარსელონის ცენტრში, ესპანეთის მოედანზე შეიკრიბნენ. კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, პერე არაგონესმა ჯერ კიდევ დემონსტრაციის დაწყებამდე განაცხადა, რომ კატალონიამ ესპანეთის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესში, ხელიდან არ უნდა გაუშვას ის უეცარი მზარდი როლი, რომელიც კატალონიის რეგიონულმა პარტიამ შეიძინა. ესპანეთში ივლისის საპარლამენტო არჩევნებში, უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 176 მანდატის მოპოვება ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო, რის გამოც ექსპერტების შეფასებით, კოალიციურიმთავრობის ჩამოყალიბების პროცესში შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა კატალონიური პარტიების პოზიციას ჰქონდეს.