რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები ცხადყოფს, რომ დიქტატურები საფრთხეს უქმნიან მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) იურიდიული და ადამიანის უფლებათა საკითხების კომიტეტის რეზოლუციის პროექტშია აღნიშნული.
კომიტეტის შეფასებით, აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია, რომ რუსეთში დემოკრატია აღდგეს.
ამასთან, კომიტეტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა მომავალი დროებითი სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის მიმართ, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტ პუტინს, პასუხის აგებინებს მათი ქმედებებისთვის.