რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე განაცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია შეაჩეროს საომარი მოქმედებები, თუკი უკრაინა კონტრშეტევას ახორციელებს.
ამის შესახებ TASS იუწყება.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებსაც მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობა სურთ, კითხვას სვამენ რუსეთის მზადყოფნის შესახებ შეაჩეროს საომარი მოქმედებები.
„მაგრამ როგორ შეგვიძლია შევაჩეროთ საომარი მოქმედებები, თუ მეორე მხარე იწყებს კონტრშეტევას? რა უნდა გავაკეთოთ? ისინი კონტრშეტევას განახორციელებენ და ჩვენ ვიტყვით: „ჩვენ გავჩერდებით“ - განაცხადა პუტინმა.
მისივე თქმით, სამშვიდობო პროცესის დასაწყებად, უკრაინის ხელმძღვანელობამ უნდა გააუქმოს მოლაპარაკებების საკანონმდებლო აკრძალვა და „მაშინ ვნახოთ“. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების სამართლიანი პირობა უნდა იყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება.