ყაზახური ნავთობის ექსპორტის მოცულობამ 2 მლნ ტონას გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე 54%-ით მეტია. ამასთან, გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი ბთჯ-ის მარშრუტისთვის წლის ბოლომდე 3 დიდტონაჟიან ტანკერს შეიძენს. სააგენტო Reuters-ის შეფასებით, ყაზახეთი ზრდის ნავთობის ექსპორტს რუსეთის პორტების გვერდის ავლით, რადგან ევროკავშირის სასანქციო რისკების ზონაში ყოფნა არ სურს. ამჟამად მთავარი ალტერნატიული მარშრუტი ბთჯ-ის მილსადენია, რომლითაც ყაზახური ნავთობი კასპიის ზღვის გავლით ტრანსპორტირდება. იმის მიუხედავად, რომ ეს მარშრუტი ყაზახეთს ტონა ნავთობზე 100 დოლარი, რუსული მიმართულება კი მხოლოდ 38,4 დოლარი უჯდება, ქვეყანა ბთჯ-ის მილსადენს მთავარ ალტერნატივად მაინც განიხილავს.