ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუ ეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა შესაძლოა დამძიმდეს სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა. ჰავაიში მდებარე ვულკანებს შორის, კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.