კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაში შედის. ღვინის საწარმოების მიერ უკვე გადამუშავებულია 45 ათას ტონამდე ყურძენი, ამ ეტაპზე აქტიური რთველია დედოფლისწყაროს, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების სოფლებში. მოსავალი საწარმოებს 5 ათასამდე მევენახემ ჩააბარა. რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 300 ღვინის კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში ეტაპობრივად ჩაერთვებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეუფერხებლად მიმდინარეობს სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებაც