"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა , ლაშა ფარულამ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა“. მისი თქმით, საქმეში აშკარად იკვეთება კონკრეტული პირების- ირაკლი ღარიბაშვილის, ვახტანგ გომელაურისა და ლევან დავითაშვილის სამსახურეობრივი გულგრილობა. როგორც ფარულავამ აღნიშნა, ისინი სამოქალო უსაფრთხოების სისტემაზე პასუხიმგებელი 8 უწყებისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხს მოითხოვენ. ნაციონალური მოძრაობა შოვში ტრაგედიის მასშტაბებს მთავრობის რამდენიმე წევრის დანაშაულებრივ უმოქმედობას უკავშირებს.