2023 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-ს ნაკრებმა გულშემატკივრების მოლოდინი ვერცერთ კომპონენტში ვერ გაამართლა და საბოლოოდ უმედლოდ დარჩა. ½ ფინალში სტივ კერის შეგირდები აწ უკვე მსოფლიო ჩემპიონ გერმანიასთან დამარცხდა, ხოლო მესამე ადგილისთვის შეხვედრა კანადასთან დათმეს. სწორედ, ამიტომ გულშემატკივარი ნაკრების თამაშით უკმაყოფილო დარჩა. ზედიზედ ორი მსოფლიო ჩემპიონატია ჩრდილო ამერიკელები უმედლოდ რჩებიან. ჩემპიონატის დაწყებამდე, უკვე ცნობილი იყო, რომ აშშ განსაკუთრებული ვარსკვლავების გარეში ჩავიდოდა იაპონიასა და ფილიპინებში, მაგრამ მათგან ყველა ელოდებოდა შედეგს. ისიც აღსანიშნავია, რომ ამერიკელები განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის ოლიმპიადას უთმობენ და არა მსოფლიო ჩემპიონატს.
ცნობილი გამოცემა The Athletic-ის ინფომრაციით კი მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან 1 დღის შემდეგ ლებრონ ჯეიმსმა უკვე გადაწყვირა, რომ პარიზის 2024 წელს კიდევ ერთხელ დაიცვას აშშ-ს ღირსება და გუნდს წარმატებაში დაეხმაროს. The Athletic-ის ჟურნალისტის შემს შატანის ინფორმაციით ის ასევე გეგმავს სტეფ კარისა და კევინ დურანტის დაყოლიებას, რათა მათთან ერთად იასპარეზოს ოლიმპიადაზე.
შარანის ცნობით კალათბურთის ლეგენდა ლებრონ ჯეიმსი უკვე ესაუბრა ენტონი დევისს, ჯეისონ ტეიტუმსა და დრეიმონდ გრინს, ასევე თავად გამოთქვეს თამაშის სურვილი დემიან ლილიარდმა, დე’აარონ ფოქსმა და კაირი ირვინგმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლებს სწორედ აშშ დაეუფლა.