იტალიის ქალაქ ბერგამოში „ჩელენჯერის“ საერთაშორისო ტურნირზე Lombardia Trophy მედლების კიდევ ერთი კომპლექტი სპორტულ ცეკვებში გათამაშდა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა მარია კაზაკოვა/გიორგი რევია მესამე ადგილი დაიკავა. ორი პროგრამის ჯამში მათ 180,99 ქულა დააგროვეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა საუკეთესო სამეულში მოსახვედრად.
ქართველმა სპორტსმენებმა იტალიაში სულ 3 მედალი მოიპოვეს.