ჩრდილოეთ კორეის ლიდერი რუსეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, მან ქვეყნებს შორის საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა. კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება. მისი განმარტებით, მოლაპარაკებები ორ დელეგაციას შორის ქვეყნების ლიდერების ხელმძღვანელობით გაიმართება. პესკოვის განცხადებით, მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ.