კომუნიკაციების კომისიამ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის როუმინგის ერთიან სივრცესთან საქართველოს მიერთების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგები მობილურ ოპერატორებს გააცნო. კვლევა შესაბამისი სამართლებრივი თუ ეკონომიკური საფუძვლების მომზადებას, როუმინგული ტარიფების შემცირებას და საქართველოსა და ევროკავშირს შორის განხორციელებულ საერთაშორისო ზარებზე როგორც საბითუმო, ისე საცალო ტარიფების შემცირებას ემსახურება. შეხვედრის ფარგლებში, კვლევაში ჩართულმა ევროპელმა ექპსერტებმა იმ დადებით გავლენებზე ისაუბრეს, რომელსაც როუმინგის სივრცესთან მიერთება გამოიწვევს.