ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხს ოპოზიციონერი დეპუტატები ეხმაურებიან. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, ჩინეთთან ეკონომიკური ურთერთობის გაღრმავება საქართველოს დიდ სარგებელს მოუტანს, თუმცა მათივე შეფასებით უვიზო რეჟიმი ქვეყნის თავდაცვიაუნარიანობის კუთხით რისკებს შეიცავს. ოპოზიციონერი დეპუტატების ვარაუდით, ხელისუფლების ჩინეთთან დაახლოება კანდიდატის სტატუსის მიღებას საფრთხის ქვეშ დააყენებს, რადგან ამაზე ჩვენი ქვეყნის პარტნიორებს უარყოფითი რეაქცია ექნებათ.