პარტია "ლელოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი აცხადებს,რომ საქართველოს რეალური შანსი აქვს დიდი ევროპული ოჯახის ნაწილი გახდეს. ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას უმოქმედობასა და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში საბოტაჟში ადანაშაულებს. მისივე თქმით სწორედ ეს იყო ის მთავარი თემა რომელიც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან განიხილეს.