ლიბიაში, წყალდიდობის შედეგად, 150 ადამიანი დაიღუპა. ქალაქ ბენგაზის ადმინისტრაციის სპიკერის, მოჰამედ მასუდის თქმით, სტიქიის შედეგად სახელმწიფო და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი „უზარმაზარია“, მიმდინარეობს მასშტაბების შეფასება. ასევე, დაკარგულია კავშირი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 10-მდე ჯარისკაცთან.